Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო

17 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც მიიღო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.

საქართველოში, იაპონელი ექსპერტების ჯგუფის ვიზიტის მიზანია, პროექტის - „სტარტაპების ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობა“ წინასწარი სამუშაოების განხორციელება და დაგეგმვა.

ამ პროექტში, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ჩართვის მიზნით, დელეგაცია დაინტერესდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებით, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში მეწარმეობის უნარების განვითარეას, ასევე გამოცდილებას, რომელიც არსებობს უნივერსიტეტში ე.წ. Pitch კონკურსების ორგანიზების თვალსაზრისით.

შეხვედრის დროს პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, იაპონელ სტუმრებს გააცნო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროგრამები და დაათვალიერებინა არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა. მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე.

თარიღი: 17/07/2024